ჩვენს შესახებ

ასკურავას კლინიკა წარმოადგენს დავით ასკურავა უნიკალურ სამედიცინო მიმართულებას, რომელიც ეფუძნება ასკურავას მეთოდს — მკურნალობის განსაკუთრებულ სისტემას, რომელიც ქირურგიული ჩარევის გარეშე, სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ ეხმარება პაციენტებს.

ასკურავას მეთოდით წარმატებით მკურნალობენ სხვადასხვა სახის მოტეხილობას, ნაღრძობს, მენისკის დაზიანებას, პერტესის დაავადებას, პოდაგრას, ასევე ძვლებისა და სახსრების სხვა დაავადებებს. მეთოდი ეფუძნება მრავალწლოვან პრაქტიკას და უნიკალურ ცოდნას, რომელიც საგვარეულო საიდუმლოდ დღემდე ინახება და რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.

დავით ასკურავა
ბიჭიკო ასკურავა

ბრენდი „ასკურავა“ ჩამოყალიბდა ბატონი ბიჭიკო ვლადიმერ ასკურავას მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად (1965–2021). იგი იყო საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, რუსეთის საგამოფენო ცენტრის ლაურეატი, ასევე ჩინეთ–ისრაელ–ამერიკის სახალხო მედიცინის აკადემიის წევრი. მისმა საქმიანობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაქირურგიული ორთოპედიული მკურნალობის განვითარებაში.

ასკურავას მეთოდის ეფექტიანობა უკვე ცნობილია მრავალ ქვეყანაში. მსოფლიოს ორთოპედთა მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია ამ მეთოდის შედეგიანობაში და მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სახის მოტეხილობისა და ტრავმის შემთხვევაში იგი ხშირად უფრო ეფექტურია, ვიდრე ქირურგიული ჩარევა.

დღეს ასკურავას მეთოდით მკურნალობის საქმეს აგრძელებს ბატონი ბიჭიკო ასკურავას შვილიშვილი — დავით ასკურავა, რომელიც ღირსეულად ინარჩუნებს საგვარეულო ცოდნასა და პროფესიულ ტრადიციებს და აგრძელებს პაციენტებზე ორიენტირებულ, შედეგზე დაფუძნებულ საქმიანობას.

ჩვენზე წერენ

Guria Today

ინტერვიუ ბატონ ბიჭიკო ასკურავასთან

Lideri.ge

ინტერვიუ ბატონ დავით ასკურავასთან

Tvalsazrisi.ge

ინტერვიუ ბატონ ბიჭიკო ასკურავასთან